ომი უკრაინაში - 270-ე დღე

უკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქში კიდევ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა – ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. სერგეი გაიდაის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ ხერსონიდან მედესანტეები ლუგანსკისკენ დასახმარებლად გადაიყვანონ, რათა უკრაინელებს წინსვლის საშუალება არ მისცენ. როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება, ბოლო ორი თვის განმავლობაში, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ხარკოვში, დონეცკსა და ხერსონის ოლქებში მასობრივ სამარხებში 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. პარალელურად, რუსული მხარე ზაპოროჟიეს ბირთვული ატომური სადგურის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება. უკრაინულმა ძალებმა კი ხერსონის ოლქიდან უფრო უსაფრთხო რაიონებში მოქალაქეების ნებაყოფლობითი ევაკუაცია დაიწყეს.