სტამბოლში, თურქეთის და გაერო-ს შუამავლობით უკრაინული მარცვლეულის განბლოკვის შეთანხმება გამოწვევის წინაშეა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. კრემლის სამხედრო აგრესია გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებას აფერხებს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბლოკადის გამო, უკრაინა გლობალური ბაზრებისთვის, 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის მიწოდებას ვერ ახერხებს.
მხარეები იმედოვნებენ, რომ შავი ზღვის გავლით, უკრაინული მარცვლეულის განბლოკვა შესაძლებელი უახლოეს მომავალში გახდება.