ომი უკრაინაში

შეცვლილი სურათი საომარი მოქმედებების ეპიცენტრში.

კერძო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები

დონეცკის ქალაქ ბახმუტს ტოვებენ და პოზიციებს რუს სამხედროებს გადასცემენ. რუსეთის არაერთი იერიშის მიუხედავად, მოსახლეობისგან დაცლილი და პრაქტიკულად განადგურებული სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის ნაწილს კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. რთული ვითარებაა უკრაინის სხვა რეგიონებშიც. კიევზე და კიდევ რამდენიმე ქალაქზე ღამით მორიგი სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. მუდმივი იერიშების მოგერიების და სხვადასხვა წერილში კონტრშეტევის დაწყების ფონზე უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს.