ომი უკრაინაში -108-ე დღე

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მეოთხე თვეს სროლისა და აფეთქების ხმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ისევ ისმის. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აღმოსავლეთით. რუსები ლუგანსკის ოლქის დაკავებას ცდილობენ, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, მნიშვნელოვანი წარმატება არ განუცდიათ.

ომის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. დღეს კიევს, ომის დაწყებიდან უკვე მეორედ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ესტუმრა, რომელმაც თქვა, რომ კომისია შეფასების ნაწილს მომავალი კვირის ბოლოს დაასრულებს.