დანგრეული საცხოვრებელი კორპუსები და მიწასთან გასწორებული ქალაქები, – საომარმა მოქმედებებმა უკრაინაში ორ მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია. უკრაინის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ჭურვებისა და აფეთქებების ფონზე უწევთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ე.წ. მწვანე დერეფანთან დაკავშირებით დადებული შეთანხმება მოსკოვმა რამდენჯერმე დაარღვია. ოჯახები მძიმე და სახიფათო გზას მცირეწლოვნებთან ერთად გადიან. მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი სახლებისა და სამშობლოს დატოვება იძულებით მოუწიათ, – რა საჭიროებები აქვთ და როგორ ცხოვრებენ ისინი ახლა საქართველოში.
ამ ამ ეტაპზე დაუდგენელია ზუსტი რიცხვი, რამდენი ადამიანია შემოსული ჩვენს ქვეყანაში უკრაინიდან.