ომი – პოლიტიკური ბუმერანგი აშშ-ს არჩევნებზე

21:50, 05.11.2026

რა გავლენას მოახდენს შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი ტრამპის ადმინიტრაციის პოლიტიკაზე და ვისი თანამდებობა შეეწირება კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობის დაკარგვას – ამერიკული მედია აქტიურად წერს შტატების ომის მდივნის იმპიჩმენტის საკითხზე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი პიტ ჰეგსეტის შემცვლელს უკვე ეძებს. ირანთან ომი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციისთვის ძალის დემონსტრირება უნდა ყოფილიყო, „რესპუბლიკელებისთვის“ მძიმე პოლიტიკურ ბუმერანგად იქცა. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის პარტიაში უკვე ღიად ადასტურებენ, რომ ამომრჩეველთა ნდობის დაკარგვის მიზეზი, გაჭიანურებული და არაპოპულარული ომია. სამხედრო კონფლიქტი 47 მილიარდიანი ხარჯით და ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციით, რამაც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა.

რა მექანიზმებით ცდილობს ვაშინგტონის კრიზისის განმუხტვას – სალომე თორაძე გიამბობთ.

მსგავსი