ომი იემენში – სამხედრო შეტევა ჰუსიტების წინააღმდეგ 

21:30, 05.10.2026

იემენის საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ ჰუსიტების მოძრაობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა დაიწყო.

ოპერაციის სახელია „იემენის განთიადი”. საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის მიერ მხარდაჭერილი ძალები ჰუსიტების მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნებას და 12 წლის წინ დაკარგული კონტროლის აღდგენას ცდილობენ. სამიზნეა წითელი ზღვის გასწვრივ მდებარე სტრატეგიული ზონებიც. მათ შორის ჰუსიტების მიერ ცოტა ხნის წინ დაკავებული ბაბ-ელ-მანდები, რომელიც საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლისთვის უმნიშვნელოვანესი მარშრუტია და წითელ ზღვას ადენის ყურესთან აკავშირებს, პარალელურად კი სუეცის არხისკენ გასასვლელს უზრუნველყოფს. საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ შიიტი „ჰუსიტებიც“. ორმხრივი იერიშების და ესკალაციის ფონზე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად მიჩნეულ იემენში ამ დრომდე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია.

მსგავსი