ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა

ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესი გრძელდება. ამ წუთებში, კანონმდებლები სახალხო დამცველობის კიდევ ერთ მსურველს, ქეთევან ჩაჩავას უსმენენ.

დეპუტატები დღეს სახალხო დამცველობის კიდევ ერთ კანდიდატს, ნიკოლოზ ნიკოლაძესაც უნდა გასაუბრებოდნენ, თუმცა კანდიდატმა პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.

გასაუბრების პროცესი პარასკევს დასრულდება. გადაწყვეტილება დეპუტატებმა 8 დეკემბრამდე უნდა მიიღონ.

რა კითხვები აქვთ დეპუტატებს და რა გეგემები აქვს ქეთევან ჩაჩავას – მანანა დევაძე გაგვაცნობს.