ომბუდსმენობის კანდიდატების კენჭისყრა

ომბუდსმენობის კანდიდატებს მომავალ კვირაში პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. საკითხზე დასკვნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე წარადგინა. ოპოზიცია მიმდინარე პროცესს სკეპტიკურად უყურებს. ხელისუფლების ოპონენტებს საერთო კანდიდატზე შეჯერების იმედი არ აქვთ. ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს უჭერს. უმრავლესობის პოზიცია კი ჯერ-ჯერობით უცნობია. სახალხო დამცველი დეპუტატებმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით, 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ.

მოამბე