ომბუდსმენობის კანდიდატები

ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი? – მომავალ კვირას პარლამენტმა არსებულ კანდიდატებს კენჭი უნდა უყაროს და ახალი სახალხო დამცველი აირჩიოს. ვისზე შეჯერდებიან დეპუტატები – ამას საბოლოოდ კენჭისყრის შედეგები აჩვენებს. მანამდე კი, 19-ვე კანდიდატთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სარეკომენდაციო დასკვნას მოამზადებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს უჭერს. უმრავლესობის პოზიცია კი ჯერ-ჯერობით უცნობია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს უპრეცედენტოდ ღია მოდელი შესთავაზა, შესაბამისად, პროცესიც გამჭვირვალეა.

სახალხო დამცველი დეპუტატებმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ. იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ხმათა ეს რაოდენობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად, უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევს.