ომბუდსმენის განცხადება

12:18, 07.08.2026

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 18 წელი გავიდა – უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავ რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. „სიცოცხლის უფლების დარღვევასა და დაუსჯელობაზე დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაც, რომლითაც რუსეთის ფედერაციას გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამებისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი