ომბუდსმენის არჩევა - უშედეგოდ დასრულებული კონსულტაციები

სახალხო დამცველის საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ევროკომისიის მე-12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც ომბუდსმენად დამოუკიდებელი ადამიანის გამჭვირვალედ არჩევას გულისხმობს. კონსულტაციების სამი რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა. გადაწყდა, რომ ორ დღეში დაგეგმილ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 19-ვე კანდიდატურას უყრიან კენჭს. 19-კაციანი სია ჯერ რვამდე, გუშინ კი ხუთამდე შემცირდა. ქეთევან ჩაჩავა, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე და გიორგი მარიამიძე – ამ კანდიდატებს სთავაზობს „ქართული ოცნება“ ოპონენტებს. თუმცა ოპოზიციის ნაწილი თავდაპირველ პოზიციას არ ცვლის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატურებს უჭერს მხარს, რომლების მმართველი პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებლები არიან.

ჩავარდება თუ არა სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, – მანანა დევაძე მხარეთა პოზიციებით.