ოლივერ ვარჰეის ვიზიტი - გამოხმაურება

პოლიტიკური სპექტრი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტს აფასებს. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ორივე მხარე უნდა ჩაერთოს, თუმცა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა პროცესში ხელისუფლებას ეკისრება. „ქართული ოცნების“ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მაღალი რანგის სტუმრის მთავარი გზავნილი სწორედ ეს იყო.

მმართველი გუნდის შეფასებით კი, ვარჰეის ვიზიტმა და განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება სწორად მოქმედებს და საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარმა შეხვედრები ქვეყნის პირველ პირებთან და კანონმდებლებთან გამართა. საუბარი ძირითადად ევროინტეგრაციის პროცესსა და ქვეყნის შედეგს ასევე შემდგომ ნაბიჯებს ეხებოდა.