ოლივერ ვარჰეის განცხადება

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის ძალისხმევას გამოწვევებით აღსავსე რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციაში“, – ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეი ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა. პირისპირ შეხვედრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართა. „შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა განვიხილოთ რეფორმების პროცესი, კერძოდ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია“,- წერს ვარჰეი „ტვიტერზე“.