ზაფხულის მთავარი სპორტული მოვლენა, 10 000-ზე მეტი სპორტსმენი და სპორტის 32 სახეობა – ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ დახურვამდე დაახლოებით ერთი კვირა რჩება. როგორი იქნება ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, ჯერ უცნობია, თუმცა, გახსნის ცერემონიამ მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება უკვე მოახდინა.
პარიზი ერთადერთი არ არის, სადაც საზეიმო ღონისძიება განხილვისა და შეფასებების თემა გახდა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ლონდონის, სიდნეის, პეკინისა და ატლანტას ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიებმაც.
ოლიმპიადის დასამახსოვრებელი მომენტები ნატა ტაბიძემ შეაგროვა.