ოლიმპიური ნაკრების გაცილება

ტოკიოს ოლიმპიადა – ორ კვირაზე ნაკლები რჩება პლანეტის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების დაწყებამდე. საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით წარდგება. ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციები დღეს ოფიციალურად წარადგინეს და საზეიმო გაცილებაც მოუწყვეს.