ქართველ ოლიმპიელებთან ერთად, საფრანგეთში საზეიმო გახსნას ესწრებოდა ქართული დელეგაციაც, მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.
სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ემანუელ მაკრონმა, მეუღლესთან ერთად, ელისეის სასახლეში უმასპინძლა.