ოლიმპიადა „ჩვენი ქართული ენა“

საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ონლაინ-ოლიმპიადა „ჩვენი ქართული ენა“ დასრულდა.

უკვე ცნობილია სამი გამარჯვებული, რომელთა ვინაობაც „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გახდება ცნობილი. ოლიმპიადის ფარგლებში, მოსწავლეებს სკოლებში უკვე გავლილი მასალებიდან 30-მდე შეკითხვისთვის, ასევე ბონუს-კითხვებისთვის უნდა გაეცათ პასუხი. პროექტის გამარჯვებულები სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი კი დანარჩენ მონაწილეებსაც გადაეცემათ. ონლაინ-ოლიმპიადაში, „ჩვენი ქართული ენა“ მონაწილეობის სურვილი არაქართულენოვანი სკოლების 200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. პროექტის ფარგლებში, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.

„ჩვენი ქართული ენა“ საქართველოს პირველი არხის პროექტია, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

დატოვე კომენტარი