უკრაინაში ომი იქცა გარდამტეხ წერტილად ევროკავშირისთვის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ოლაფ შოლცის განცხადებით, დროა ევროკავშირმა თავდაცვის ხარჯები გაზარდოს და დააღწიოს თავი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას.
პედრო სანჩესის თქმით, ევროპის ქვეყნები ერთიანი არიან პუტინის ომის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდაჭერის კუთხით და ასევე უნდა გაერთიანდნენ ამ ომით გამოწვეული სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე რეაგირებისთვის. ორივე ქვეყნის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.