ოლაფ შოლცი რადას სპიკერს შეხვდა

ბერლინში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც, რუსლან სტეფანჩუკი ბუნდესტაგში მივიდა, სადაც მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ბუნდესტაგის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სრული სოლიდარობა გამოუცხადა. „აპლოდისმენტები ნათლად აჩვენებს: გერმანიის ბუნდესტაგი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით“, – განაცხადა გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარემ. რუსლან სტეფანჩკი გერმანიაში სამდღიანი ვიზიტის იმყოფება. როგორც რადას სპიკერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, უკრაინას გერმანიისგან პირველ რიგში მძიმე შეიარაღება და თანამედროვე ტექნიკა სჭირდება. სტეფანჩუკის თქმით, იარაღის მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიღების გარდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია სწრაფი განხორციელება.