ოკუპირებული ცხინვალის ცილისმწამებლური განცხადება

ოკუპირებული ცხინვალის მორიგი ცილისმწამებლური განცხადება. ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროვოკაციას უწოდებენ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული, დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე, მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასახლებული პუნქტის სიახლოვეს,  ქართველი პოლიციელების ყოფნა და ბლოკპოსტის დადგმა,  არსებითად ზრდის სამხედრო საშიშროების რისკებს, რასაც შესაძლოა, ღია შეიარაღებული შეტაკება მოჰყვეს.