ოკუპირებულ ცხინვალში ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება გიორგი გორგიშელი

12:08, 23.06.2018

ოკუპირებულ ცხინვალში, ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება 22 წლის გიორგი გორგიშელი. ის ქსუისთან, ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით, უკვე მეორედ დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

გორგიშელის ოჯახს ოკუპანტები 5000 ათასი ლარის ჯარიმის გადახდასაც სთხოვენ, რისი შესაძლებლობაც მათ არ აქვთ. მომხდართან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

მსგავსი