ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს 15 სახელმწიფო ეხმაურება

ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს 15 სახელმწიფო არალეგიტიმურად მიიჩნევს.

„ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშავება უზრუნველყოს. ასევე, უკან გაიხმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ამერიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, ნორვეგია და უკრაინა.