ოკუპირებულ აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აფხაზეთის ომის დროს უგზოუკვლოდ დაკარგულები სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ექვსი ადამიანის, მათ შორის ხუთი სამხედროს და ერთი მშვიდობიანი მოქალაქის იდენტიფიცირება, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა. დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. დაღუპულებს რიგით მოქალაქეებთან ერთად პატივი მიაგეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, მუშაობის აქტიური ფაზა 2013 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე, ნაპოვნია 623 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 323. 2000-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.