ოკუპანტების მთავარი სამიზნე ამ დროისთვის ხარკოვია

ოკუპანტების მთავარი სამიზნე ამ წუთისათვის ხარკოვია. რუსეთის საოკუპაციო ძალების რამდენიმე დანაყოფი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში შევიდა – ქუჩებში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა რუსული სამხედრო კოლონის რამდენიმე ავტომობილი ააფეთქეს. ქალაქის ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ხარკოვში რთული ოპერატიული ვითარების გამო, ალექსეევკას რაიონში ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ხარკოვის საკრებულოში განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია.