ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე ზუგდიდში

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს. მრევლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში შეიკრიბა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოებამ, მრევლთან ერთად, ზუგდიდის ქუჩები ჯვრიანი დროშებითა და ბაირაღებით მოიარეს.

სამღვდელოებამ აკურთხა მრევლი და ქალაქის ქუჩები. მსვლელობა ზუგდიდის ცენტრში ღვთისმშობლის მოზაიკასთან სადღესასწაულო პარაკლისით დასრულდა.