ოჯახის სიწმინდის დღე

დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. პარაკლისს ქაშვეთის ეკლესიაში მეუფე შიო ატარებს. მსახურების შემდეგ კი სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, ფეხით მსვლელობას სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით დაიწყებენ. შესრულდება სამადლობელი ლოცვა.

შეგახსენებთ, ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი უწმინდესმა ილია მეორემ 2014 წელს გამოაცხადა.