ოჯახის სიწმინდის დღე

დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დედაქალაქის ქუჩები იკურთხება. წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება. სასულიერო პირებმა სამების საკათედრო ტაძარში წყლის კურთხევის შემდეგ, მსვლელობა მანქანებით დაიწყეს. დაგეგმილია დღის განმავლობაში სხვადასხვა ქუჩის კურთხევა. 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.