ოდირის დასკვნას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა

ეუთო/ოდირის დასკვნას და საარჩევნო კანონმდებლობას ამერიკიდან გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რასაც ხელისუფლება ამჟამად სთავაზობს ოპოზიციას, არის კომპრომისული და დაბალანსებული ვარიანტი.

ოპოზიცია  ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ვერსიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არ ეთანხმება. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღი ამ დრომდე უცნობია.