ნუშის ხეივანი ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 

18:55, 24.03.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნუშის ხეივანი გაშენდა.

ნუშის 60 ნერგი მერაბ კოსტავას ქუჩაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 და მე-6 სასწავლო კორპუსებს შორის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად დარგეს. ხეივნის გაშენება უნივერსიტეტის ცნობილი ნუშის ხეს უკავშირდება, რომელიც საზოგადოებაში „გეპეის ნუშის“ სახელითაა ცნობილი. ხე ყველაზე ადრე ყვავის და თბილისს პირველი ამცნობს გაზაფხულის მოსვლას.

მსგავსი