ხვალ არის დაგეგმილი ფრენა ქალაქ აქტაუდან თბილისის მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ რეისზე საქართველოს 60 მოქალაქეს აქვს ბილეთი შეძენილი, თუმცა ამ დრომდე ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, შესრულდება თუ არა ფრენა ყაზახეთიდან.
შეგახსენებთ, რომ რეისები მას შემდეგ გაუქმდა, რაც ორი დღის წინ ყაზახეთში სიტუაცია დაიძაბა.