ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა

ამერიკის რამდენიმე ქალაქი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა.

1 600-ზე მეტი დაპატიმრებული მიგრანტი და თავშესაფარში გადაყვანილი ორი ათასამდე არასრულწლოვანი – ასეთია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგი.

მიგრანტი ბავშვების ოჯახებისგან გაცალკევებას მოქალაქეებთან ერთად პირველი ლედებიც გმობენ. მათ შორისაა სადავო პოლიტიკის ინიციატორის მეუღლე – მელანია ტრამპიც. პრეზიდენტს ასევე აკრიტიკებენ დემოკრატი კონგრესმენები, რომელთა აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი ბავშვების ცრემლებს სასურველი კანონპროექტის მისაღებად იყენებს.

დატოვე კომენტარი