ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, საქართველოს პირველი არხის ყოფილი სპორტული კომენტატორი, ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა

ნუგზარ ჯუღელი 1937 წელს დაიბადა. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი. 1959-1972 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1968 წელს მოვიდა საქართველოს ტელევიზიაში, სადაც 2004 წლამდე მუშაობდა. მიყავდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“. აღიარება და პოპულარობა კი,  სპროტული გადაცემების წაყვანამ და პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა.

2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიც.

დატოვე კომენტარი