ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების სარჩელი

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნაბართვოდ სარგებლობისთვის“ სასამართლოში უჩივიან.

ინფორმაციას იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეს კოლეგიური შემადგენლობით განიხილავს. მათივე ცნობით, მომდევნო სასამართლო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატუსით მიწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსების – როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.

სხდომა ხვალ, 15:00 საათზე გაიმართება.