​​​ნოროვირუსის შემთხვევები თბილისის ბაღებში

21:45, 22.09.2026

საკვები თუ ადამიანის მიერ გავრცელებული ვირუსული ინფექცია – რა გახდა თბილისის 20 საბავშვო ბაღში ათეულობით ბავშვის ინტოქსიკაციის მიზეზი. საკვები პროდუქტების ნიმუშებზე კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება. ლაბორატორიული კვლევებით უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ინფექციის წყარო საკვები. მოკვლევა უკვე დაასრულა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, რომელმაც ბაქტერიული ვირუსი გამორიცხა და ინტოქსიკაციის ყველა შემთხვევა ნოროვირუსით ახსნა. ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად ჰაერწვეთოვნის გზით ვრცელდება, თუმცა შესაძლებელია, პათოგენით დასნებოვნება საკვებითაც მოხდეს. სურსათის სააგენტოს საბოლოო პასუხამდე საჯარო ბაღების მენიუში დროებით ცვლილებები შეიტანეს და რძის პროდუქტები ამოიღეს, გრძელდება ბაღების კვებითი სივრცეების და იმ ობიექტების და საწარმოებიც შემოწმებაც, საიდანაც სკოლამდელი დაწესებულებები საკვები პროდუქტები მარაგდებიან. დედაქალაქის ოთხი რაიონის 20-ცი ბაღის 55 აღსაზრდელი წინა კვირას საავადმყოფოში მოხვდა – მშობლების ნაწილი მასობრივ ინტოქსიკაციას საკვებს უკავშირებს.

მსგავსი