ნონა გაფრინდაშვილის 80 წლის იუბილე 

„ჭადრაკს რაც შეეხება, ძმებმა მასწავლეს. ისინი ხშირად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. იმ დროს მსოფლიო ჩემპიონობაზე ცხადია არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ბუნებით მოთამაშე ვარ“, – ეს არის ნაწყვეტი ნონა გაფრინდაშვილის ერთ-ერთი ინტერვიუდან. ჭადრაკის თამაში ხუთი წლიდან დაიწყო, ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კი 21 წლის ასაკში მოიპოვა.

ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა. ის პირველი ქართველია, რომელსაც ქალთა „საჭადრაკო ოსკარი“ გადასცეს. მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთებული წვლილისთვის კი 1997 წელს ფიდემ მისი სახელობის თასი დააწესა.

ნონა გაფრინდაშვილს იუბილე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიულოცეს.