ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ 

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში. ნონა გაფრინდაშვილი ცნობილ ამერიკულ კომპანია „ნეტფლიქსს“ უჩივის.

რეზონანსული დავის საგანია 2020 წელს გადაღებული პოპულარული მინი-სერიალილაზიერის გამბიტი“. ქართველი მოჭადრაკის პროტესტი სერიალის დასკვნით ეპიზოდს უკავშირდება. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონის შესახებ სერიალში მცდარი ცნობებია გავრცელებული. გაფრინდაშვილის უფლებებს ქართველი და ამერიკელი იურისტების ჯგუფი იცავს. ადვოკატები „ნეტფლიქსს“ ლეგენდარული მოჭადრაკის შესახებ ფაქტების მიზანმიმართულად დამახინჯებასა და მისი კარიერული წინსვლის დაკნინებაში ადანაშაულებენ. როგორც ირკვევა, სარჩელის მომზადებას წინ უშედეგო მოლაპარაკებები უძღოდა.