ნოდარ თოფურიას ნამუშევრების გამოფენა 

არტ გალერეა „ნობლესში“, მოქანდაკე და მხატვრის ნოდარ თოფურიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიცია, მოქანდაკისა და მხატვრის მიერ, სხვადასხვა პერიოდში, შესრულებულ  ქანდაკებებს, ფერწერულ და  გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს. საღამოზე, ასევე სამენოვანი წიგნის, სახელწოდებით „ცის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ნოდარ თოფურიას შემოქმედებას ეძღვნება.

გამოფენა, არტ გალერეა „ნობლესში“ 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.