ნინო სალუქვაძის უნიკალური შედეგები    

ლეგენდარული ტყვიის მსროლელის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – ნინო სალუქვაძემ გინესის რეკორდსმენის ტიტული ორ კატეგორიაში მიიღო. ის აღიარეს სპორტსმენად, რომელსაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული. 1988 წლიდან დღემდე სალუქვაძემ ზედიზედ ათ ოლიმპიადაზე იასპარეზა. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციის მედალი და სერთიფიკატი ტყვიის მსროლელს დღეს, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გადასცეს.