ნინო გოგუაძის განცხადება

ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მოკვლევის ჯგუფის მუშაობაზე ისაუბრა დღეს უმრავლესობის დეპუტატმა ნინო გოგუაძემ. დეპუტატის თქმით, თითქმის სამთვიანი სამუშაო პროცესის განმავლობაში, გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელზე მუშაობა პარლამენტთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოუწევთ.

ნინო გოგუაძის განცხადებით, ამ საკითებზე კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფის შექმნა გახდება საჭირო, რომელიც უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს. ნინო გოგუაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებზეც ისაუბრა და ისინი პარტიული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.