ნინო ბურჯანაძის განცხადება

15:26, 09.01.2019

თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, დარწმუნებული ვარ, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას, – ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე გააკეთა. მან ქართულ ეკლესიას ამ საკითხის მიმართ ფრთხილი მიდგომა მოუწონა. ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს კი მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

მსგავსი