ნიკოლოზობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. მსახურება დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მიიჩნევა. სამებაში ღვთისმსახურება წმინდა სინოდის წევრებმა აღავლინეს. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს.