საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა-ლოცვა დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას წმინდა სინოდის წევრები უძღვებიან. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.