ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადება

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ჩატარებულ და მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აკრიტიკებს.

ვაჩეიშვილი ამბობს, რომ შერჩეული საღებავების ფერი, სამშენებლო მასალა და ძერწვის სტილი ძველ შენობა-ნაგებობებს არ შეეფერება, რაც მისი ნამდვილი იერ-სახის დაკარგვას იწვევს.

ვაჩეიშვილის კრიტიკას დედაქალაქის მერი კახი კალაძე უსაფუძვლოს უწოდებს. კალაძემ მისი ოპონენტის საპასუხოდ განაცხადა, რომ პროცესში ექსპერტები და კულტურის მცოდნე პირები არიან ჩართულები და რეაბილიტაცია სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.