ნიკოლოზ ვაჩეიშვილი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობის მორიგი ბრალდება ქართულ ოცნებას. საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ იგეგმება ორბელიანის მოედნისა და მშრალი ხიდის რემონტი და არა რესტავრაცია.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა პროცესის დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება. ის მიიჩნევს, რომ იმ თანხების ფარგლებში, რომელიც ბიუჯეტში ამ უბნების რესტავრაციისთვის არის ჩადებული, გაცილებით ხარისხიანი სამუშაოების ჩატარება შეიძლება.