ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა. ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს, 20 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს დააკავეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.