ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმე და არსებითი განხილვა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ გამოიკვლია მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს სროლის მომენტი. ვიდეოს გამოკვლევამდე, პროცესი დატოვა გიორგი კავილაძემ. აღნიშნული ჩანაწერის გამოკვლევას ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარე. მათ სხდომაზე განმარტეს, რომ არ სურდათ დაზარებულებისთვის ხელმეორედ ტკივილის მიყენება. ბრალდების მხარის განცხადებით, გამოკვლეული კადრებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებს წინასწარ ჰქონდათ განზრახული აღნიშნული დანაშაულის ჩადენა.