ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. დაიკითხება რამდენიმე მოწმე. ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე შესაძლებელია დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები უდავოდ ცნოს. მომხდარზე დაკავებულია ორი პირი. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.