ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი დღეს მედიას შეხვდება.

მისი უფლებადამცველის განცხადებით, საქმის ირგვლივ გავრცელებული ვერსიები სიმართლეს არ შეესაბამება და ჩოგბურთელის მეუღლის უფლებების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ადვოკატის თქმით, საქმის მსვლელობისას მნიშვნელოვანი იქნება ბავშვის ინტერესების დაცვა, რომ ის საზოგადების განხილვის საგანი არ გახდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო 16 ივლისს იმსჯელებს.

დატოვე კომენტარი