ნიკოლა სარკოზის ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა 

ნიკოლა სარკოზის ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. საფრანგეთის ექსპრეზიდენტი პარიზის სასამართლომ, პირადი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად, მუამარ კადაფისგან თანხის მიღების საქმეში დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილება პატიმრობის დაუყოვნებლივ აღსრულებას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში წასვლა განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაშიც მოუწევს. შესაბამისად პროკურორები, სახელმწიფოს ყოფილი მეთაური, სასჯელის ვადის მოსახდელად უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გამოიძახებენ. თავად ნიკოლა სარკოზი ბრალდებებს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ექსპრეზიდენტი, რომელიც პოსტს 2007-12 წლებში იკავებდა, უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბოლომდე ბრძოლას აანონსებს.